კონტრაქტორიპაციენტი
მთავარი / ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შპს სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორია ემდილაბი — 2011 წლიდან თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში.

ვინ ვართ

სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორია ემდილაბი 2011 წელს დაარსდა როგორც დამოუკიდებელი ლაბორატორია. ვასრულებთ ზოგად კლინიკურ, ბიოქიმიურ, იმუნოლოგიურ, სეროლოგიურ და კოაგულაციური ჰემოსტაზის კვლევებს.

2024 წლიდან ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო 15189:2022/2023 სტანდარტის შესაბამისად — სამედიცინო ლაბორატორიების ხარისხისა და კომპეტენტურობის საერთაშორისო სტანდარტის. ჩვენი მიზანია ზუსტი, საიმედო და უსაფრთხო მომსახურება თითოეული პაციენტისთვის.

14წლიანი გამოცდილება
5კვლევის მიმართულება
ISO15189 · 9001

რატომ ემდილაბი

ხარისხის კონტროლი

შიდა და გარე ხარისხის კონტროლი ყოველ ეტაპზე.

თანამედროვე აპარატურა

ავტომატიზებული ანალიზატორები და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა (LIS).

გამოცდილი გუნდი

კვალიფიციური ლაბორანტები და ექთნები.

კონფიდენციალურობა

შედეგები დაცულ კაბინეტში, მხოლოდ თქვენთვის.

ხარისხის მართვა

აკრედიტაციის ფარგლებში დანერგილი პროცედურები, რომლებიც შედეგის სიზუსტეს ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს.

ხარისხის შიდა კონტროლი (IQC)სტატისტიკური კონტროლი დამოუკიდებელი მწარმოებლის საკონტროლო მასალით.
ხარისხის გარე შეფასება (EQA)რეგულარული მონაწილეობა პროფესიული ტესტირების პროგრამებში.
მეთოდების ვერიფიკაციაყველა მეთოდი ვერიფიცირებულია; ფასდება გაზომვის განუსაზღვრელობა.
გარემო პირობების მონიტორინგიტემპერატურისა და ტენიანობის ავტომატური კონტროლი ყველა სამუშაო და საცავ სივრცეში.
ნიმუშის უსაფრთხო იდენტიფიკაციაორმაგი იდენტიფიკაცია შტრიხკოდით და ნიმუშის ხარისხის შეფასება (HIL ინდექსები).

ისტორია

16.11.2011დამოუკიდებელი ლაბორატორიის დაარსება
2017გადასვლა ახალ სივრცეში
2018ISO 9001:2015 სერტიფიკაცია
2024სსტ ისო 15189:2022/2023 — აკრედიტაცია
2025აკრედიტაციის გაფართოებული სფერო
2026მოქნილი სფეროს (Flexible Scope) დანერგვის გეგმა

აკრედიტაცია და სერტიფიკატები

სსტ ისო 15189:2022/2023 აკრედიტაცია (სფერო გაფართოვდა 2025)2024
ISO 9001:2015 სერტიფიკატი2018